ახალი ამბები
მუჟავაში დამეწრილი მდინარის კალაპოტის შესახებ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დასკვნა გამოაქვეყნა
წალენჯიხის მუნიციპალილეტში, მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ოლორის მარჯვენა შენაკადის ხეობაში განვითარებული პროცესების შესახებ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა გამოაქვეყნა.

„დღეის მდგომარეობით, სამიზნე არეალის ფარგლებში, მდინარე ოლორის მარჯვენა შენაკადის ხეობაში მეწყრული პროცესით მდინარის შეგუბების უბანზე, საფრთხის დონე მაღალი არ არის, თუმცა მომავალში ყოველგვარი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, გასატარებელია გარკვეული გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებები, ერძოდ:

საჭიროა მდინარის კალაპოტის უმოკლეს პერიოდში გაწმენდა ფერდობებიდან ჩამოშლილი გრუნტის აღებისგან, ასევე კალაპოტში ჩახერგილი ხე-მცენარეებისგან; კალაპოტი უნდა ჩაღრმავდეს და გაგანიერდეს შეგუბებამდე არსებული მორფოგეოლოგიური პარამეტრების ფარგლებში;

მითითებული სამუშაოების სრულად განხორციელებამდე, საჭიროა მუნიციპალიტეტის მიერ, უბანზე დაწესდეს მონიტორინგი და სიტუაციის გართულების შემთხვევაში ინფორმირებული უნდა იქნას შესაბამისი უწყებები.

მითითებული სამუშაოები უნდა განხორციელდეს შესაბამისი პროექტის საფუძველზე, ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების სრული დაცვით“ - ვკითხულობთ სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში.

წალენჯიხის სოფელ მუჟავაში მეწყერის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა დათა აქუბარდიამ 8 აგვისტოს გაავრცელა. მოგვიანებით, ვითარებას გაეცნო წალენჯიხის მერიის წარმომადგენელი და დააუწყა სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაცია და გარემოს ეროვნული სააგენტო. 9 აგვისტოდან ჰიდროლოგები და გეოლოგები მდინარე ტებენეს ხეობას ინტენსიურად შეისწავლიდნენ.

ამავე თემაზე: მუჟავაში დამეწყრილი მდინარის კალაპოტი გეოგოლებმა შეისწავლეს - გუბერნია (ფოტო, ვიდეო)
Print