ახალი ამბები
ტემპერატურა 2, 3 გრადუსით დაიკლებს - სინოპტიკოსები
მომდევნო კვირის განმავლობაში ტემპერატურა გასულ კვირასთან შედარებით 2-3-გრადუსიით დაიკლებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ, შესაძლოა, 34, 336 გრადუსს მიაღწიოს. ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 31-დან 36-მდე, მაღალმთაში კი 26◦C, 31◦C-მდე მოიმატებს.


სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელშემწყობ პირობებს წარმოადგენს.

Print