რეგიონი
შოვში მიწის მასის 90 % შემოწმებულია - შსს
ონის მულიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მიწის მასის 90 % არის შემოწმებული, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ცნობით, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც დამეწყრილ ადგილებში, ასევე მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში.

კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისათვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, იდენტიფიცირებულია 25 გარდაცვლილი და მაშველები კიდევ 8 ადამიანს ეძებენ.
Print
თეგები: სტიქია / შოვი / შსს /