ახალი ამბები
დრიფტის ჩემპიონატის გამო ზუგდიდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

2023 წლის 18 აგვისტოს 11:00 სთ-დან 21 აგვისტოს 14:სთ-მდე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა თბილისი-სენაკი-ლესელიძის 330-ე კმ-ზე (ქ. ზუგდიდის ტერიტორია,

ნინოშვილის ქუჩის კვეთიდან ოდიშის ქუჩის კვეთამდე მონაკვეთი) და ზუგდიდი-ჯიხაშკარი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზის კმ1 მონაკვეთზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

მოძრაობის აკრძალვის მიზეზი „საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ ეგიდით და ა.(ა).ი.პ. „ბმვ კლუბი საქართველოს“ ორგანიზებით დაგეგმილი დრიფტის ჩემპიონატის მეოთხე ეტაპის გამართვაა.

„მოძრაობის აკრძალვის პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შემოვლითი გზით. კერძოდ, ნინოშვილის, მ. გორკის, სართანიას, ბერიას (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯიხაშკარი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზის მონაკვეთი) და ოდიშის ქუჩების გამოყენებით“, - ვკითხულობთ დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე.

 

Print