ახალი ამბები
ბოლო 6 თვეში ენგურჰესის გამომუშავება 12 % - ით შემცირდა.

ენგურჰესის გამომუშავება 2023 წლის ექვს თვეში 12 % - ით შემცირდა, ჰესმა 1.4 მილიარდ კვტ.სთ - მდე ელექტროენერგია გამოიმუშავა.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჯამში გენერაცია 70% - ს შეადგენდა, მიუხედავად მთლიანი გამომუშავების 3.6%-იანი კლებისა,წერს BM.GE.

ამავე ინფორმაციით, ჰიდროენერგიის კლება, განპირობებულია ენგურისა და ვარდნილის კასკადის გენერაციის 14% - იანი შემცირებით.

ქარის ელექტროსადგურის ჯამურმა მიწოდება მხოლოდ 0.6%  - ს შეადგენდა.

ჯამში ექვს თვეში გენერაციის ობიექტების გამომუშავება ამგვარად გადანაწილდა: 70% - ჰიდროგენერაცია; 22% - თბოგენერაცია, 8% კი იმპორტი.

ერთ პროცენტზე მცირეა ქარის სადგურის წილი მთლიან გამომუშავებაში.

გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ჰიდროგენერაციის წილი 3%-ით, ხოლო თბოგენერაცია 2%-ით არის გაზრდილი.


Print