ახალი ამბები
ზუგდიდის „ხარებას“ ცხენოსანი საბა თელია „ბახმაროს თასი 2023“ - ის გამარჯვებული გახდა
,,ბახმაროს დიდი თასი 2023’’ - ს მთავარი პრიზიორი ზუგდიდის საცხენოსნო კლუბის ,,ხარებას’’ წევრი საბა თელია გახდა, ინფორმაციას კლუბის დამფუძნებელი მამა იაკობ ეხვაია აზიარებს სოციალურ ქსელში.

კურორტ ბახმაროში ტრადიციული დოღი19 აგვისტოს გაიმართა. დოღის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გამარჯვებულები სამ გარბენში, „გურიის თასი“ (1200 მეტრი), „ნაბეღლავის თასი“ (1200 მეტრი) და „ბახმაროს თასი“ (2400 მეტრი), გამოვლინდნენ.

ბახმაროში დოღის ტრადიციას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე დოღსა და მარულაში მონაწილეობენ ცხენოსნები სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიასა და სხვა რეგიონებიდან.


Print