ახალი ამბები
2022 წელს 5 ათასზე მეტმა ბავშვმა სკოლა ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წასვლის გამო დატოვა - კვლევა
2013 - 2022 წლებში გაორმაგებულია იმ ბავშვების რაოდენობა, ვინც ქართულ სკოლებს ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრების გამო ტოვებს. ამის შესახებ სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ მომზადებულ კვლევაშია საუბარი.

მოსწავლეების მიერ სწავლის შეწყვეტის მიზეზების დადგენისას, კვლევის ავტორები სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშებს ეყრდნობიან, რომელთა თანახამდ, 2022 წელს 5 ათასს გადააჭარბა იმ მოსწავლეების რიცხვმა, ვინც სკოლა ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ წასვლის მოტივით დატოვა.

ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, იმ ბავშვების რაოდენობა, ვინც სწავლის შეწყვეტის მიზეზად ქვეყნიდან წასვლას ასახელებს, ბოლო სამ წელიწადში 8 ათასს აჭარბებს.

• 2022 წელი - 5 508 ბავშვი;
• 2021 წელი - 2698 ბავშვი;

• 2020 წელი - 1358 ბავშვი.

კვლევის მიხედვით, სკოლის დასრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია (76%), ყველაზე დაბალი - კახეთისა (42%) და გურიის (47%) რეგიონებში, ამასთან, შეძლებენ თუ არა ბავშვები სკოლის დასრულებას, დიდწილად დამოკიდებულია სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე. 

Print