ახალი ამბები
ხვალიდან სინოპტიკოსები წვიმას,სეტყვას და ქარს ვარაუდობენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს.

სინოპტიკოსების ცნობით, 24 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ხოლო 25-დან 26 აგვისტოს დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.

მათივე განმარტებით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
Print