ახალი ამბები
12 ივნისიდან მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერს ღამით 30 000-მდე ვიზიტორი ესტუმრა - სააგენტო
12 ივნისიდან 26 აგვისტომდე 3D განათებით აღჭურვილ მარტვილის კანიონი და ოკაცეს ჩანჩქერი, ღამის საათებში, 30 000-მდე ვიზიტორმა დაათვალიერა. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

3D განათების სისტემები მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე სწორედ მიმდინარე წლის ივნიდში დამონტაჟდა.

“3D განათების სისტემით აღჭურვამ ვიზიტორებს საშუალება მისცა, ღამის საათებშიც იმოგზაურონ ულამაზეს დაცულ ტერიტორიებზე, რამაც მნახველების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა და ინტერესი განაპირობა”,- აღნიშნავენ სააგენტოში.

მათივე ინფრომაციით, მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე ვიზიტი ყოველ დღე, 10:00 დან 00:00 საათამდეა შესაძლებელი.
Print