რეგიონი
დავით სამუშიამ მკლავჭიდის საერთაშორისო ჩემპიონატში მეხუთედ გაიმარჯვა
ზუგდიდელმა მკლავჭიდელმა დავით სამუშიამ თურქეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირში East vs West გაიმარჯვა. სპორტსმენმა 85 წონით კატეგორიაში ქართველი მრავალგზის ჩემპიონი ვალა იჩქითი დაამარცხა.

შეჯიბრს სტამბოლმა უმასპინძლა. მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტიტულოვანი სპორტსმენები იღებდნენ.

აღნიშნულ ჩემპიონატში სამუშიამ უკვე მეხუთედ მოიპოვა გამარჯვება.
Print