ახალი ამბები
ზუგდიდში საპატიო მოქალაქეებისა და საპატიო ზუგდიდელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება
ზუგდიდში შემოდგომას 6 საპატიო ზუგდიდელსა და ზუგდიდის საპატიო მოქალაქეს დააჯილოებენ. შესაბამისი ტენდერები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე გამოაცხადა.

საუბარია ცერემონიის „facebook” ტრანსლირებასა და ცერემონიის შესახებ სიუჟეტური ვიდეორგოლის დამზადებაზე, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6 490 ლარი გამოიყო.

სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და „შემოქმედებითი ზუგდიდი უკეთესი მომავლისათვის“ „facebook“ გვერდებზე დაგეგმილი ღონისძიების ლაივ- რეჟიმში ტრანსლირების მომსახურება.

ამავე ცნობით, ტრანსლირება უნდა იყოს უმაღლეს ხარისხში პროფესიონალური კამერებისა და დრონების საშუალებით.

გარდა ამისა, გამოცხადებულია მეორე ტენდერიც. მერია დაჯილდოებულებს ქალაქის სიმბოლურ გასაღებებსა და საპატიო წოდების აღმნიშვნელ მედლებს გადასცემს. აღნიშნულისთვის კი 3 570 ლარი დაიხარჯება.

ზუგდიდში საპატიო მოქალაქეების გამოვლენისა და დაჯილოდების ტრადიციას საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის საპატიო მოქალაქეებს შორის მეუფე გერასიმეცაა - ვინ გახდა საპატიო ზუგდიდელი

დეკანოზი ფრიდონ ასათიანი, თენგიზ ცერცვაძე, ბონდო ჯიქია - ვინ გახდა 2020-2021 წლების საპატიო ზუგდიდელი

დავით ქირია, ზური კუპრეიშვილი, მარინე წულეისკირი და რეზო ჩხეიძე საპატიო ზუგდიდელები გახდნენ (ფოტო)





Print