ახალი ამბები
ჯანდაცვის სამინისტრო შოვში სამხედროს გარდაცვალებაზე - ტყუილია, რომ ფაქტი დაგვიანებულ ან არასათანადო სამედიცინო მომსახურებას უკავშირდება
ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი შოვში, სტიქიის ზონაში მიმდებარე სამუშაოებისას, სავარაუდოდ, გულის შეტევით, სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთნ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადა შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან 10 წუთში გამოცხადდა, თუმცა ექიმებს, სამხედრო მოსამსახურე, გარდაცვლილი დახვდათ.

„ონში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისას, სავარაუდოდ, გულის შეტევით სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განმარტავთ, რომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადა, შემთხვევის ადგილზე, შეტყობინების მიღებიდან ( 10:55 საათი) 10 წუთში გამოცხადდა (11:05 საათი), თუმცა ექიმებს, სამხედრო მოსამსახურე სამწუხაროდ გარდაცვლილი დახვდათ. შესაბამისად, ცალკეული მედიასაშუალებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება დაგვიანებულ ან არასათანადო სამედიცინო მომსახურებას უკავშირდება, არ შეესაბამება სიმართლეს და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. საზოგადოების ინფორმირებისთვის განმარტავთ, რომ სტიქიის ზონაში სხვადასხვა ლოკაციაზე მუდმივ რეჟიმში მუშაობს სასწრაფო დახმარების ოთხი ბრიგადა. ასევე ონის და ამბროლაურის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებთან მობილიზებულია ორი რეანიმობილი. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს დაღუპული ოჯახის წევრებს“,- ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შოვში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი გარდაიცვალა. 

დაღუპული აფხაზეთიდან დევნილია. ის ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა. გარდაცვლილს სამი შვილი დარჩა.დაღუპული აფხაზეთიდან დევნილია.

ის ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა. გარდაცვლილს სამი შვილი დარჩა. სამხედრო შოვში სტიქიის ზონაში, დაახლოებით, ერთი კვირის წინ გაემგზავრა.


Print