რეგიონი
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა
გამოცდების ეროვნული ცენტრმა 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.

ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შედეგის სანახავად აბიტურიენტი უნდა შევიდეს სისტემაში. შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

ვებგვერდზე შესვლის შემდეგ აბიტურიენტი იხილავს ინფორმაციას, თუ რომელი უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს მომავალ სტუდენტებს, რომ აუცილებელია დაუკავშირდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება) ხელშეკრულების გასაფორმებლად“, – აღნიშნულია „naec“-ის ინფორმაციაში.

ცენტრის ცნობით, პირად გვერდზე მოცემულია აგრეთვე ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ.

ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტი წელს 34 843 აბიტურიენტი გახდა.

ამავე თემაზე:

ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრების პროცესი დაიწყო

გამოცდების აპელაციის შედეგები 29 აგვისტოს გამოქვეყნდება

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აპელაციის შედეგები გამოაქვეყნა




Print