ახალი ამბები
ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის „გათავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღის“ აღსანიშნავად ემზადებიან
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში „დამოუკიდებლობის“ 30-ე წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების გასამართად ემზადებიან.

ქალაქ სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბესლან ეშბამ „ქალაქ სოხუმის განთავისუფლების 30 წლისთავისა და აფხაზეთის რესპუბლიკის გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღის მომზადებისა და აღნიშვნის შესახებ“ ბრძანებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. აფხაზური მედია ავრცელებს.

ამავე ცნობით, ბრძანების თანახმად, 27-30 სექტემბერს სოხუმში «დამოუკიდებლობის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. შეიქმნა ღონისძიებების მომზადებისა და ჩატარების სამუშაო ჯგუფი. ჯგუფის ხელმძღვანელია ქალაქ სოხუმის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ავთანდილ სურმანიძე. სამუშაო ჯგუფმა ქალაქის მასშტაბით ღონისძიებების ჩატარების გეგმაუნდა შეიმუშაოს და წარადგინოს
Print