ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში სეზონის დაწყებიდან აგვისტოს ჩათვლით უკანონო ნადირობის 10 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის დაწყებიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას უწყება ავრცელეს.


ამავე ცნობით, უკანონო ნადირობის 10 შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა.

"გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან, 45 ნადირობის წესების დარღვევის ფაქტია, 15 შემთხვევაში მონადირეებმა სანადირო იარაღების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ წარმოადგინეს, 3 შემთხვევაში სამართალდამრღვევები, აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობდნენ და ა.შ.

დაფიქსირდა უკანონო საშუალებით, ხელნაკეთი მოწყობილობით (ე.წ. მანოკი) ნადირობის ფაქტებიც. ნადირობის სეზონის დაწყებიდან 12 დღის განმავლობაში, სულ ამოღებულია 51 „მანოკი", - ვკითხულობთ გზდ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print