რეგიონი
სემეკ-ი ინტერნეტთაღლითობის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ შესაძლოა ინტერნეტ თაღლითების სახელით ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან წყლის კომპანიების სახელით მიიღონ სმს-ი.

როგორც სემეკ-ის განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო დღეების განმავლობაში მოქალაქეებმა სმს შეტყობინებების სახით მიიღეს შეთავაზება, შეტყობინებაში მითითებული ბმულის საშუალებით კომუნალური გადასახადების გადახდისას გადახდილი თანხის 50%-ის უკან დაბრუნების (Cashback) შესახებ.

კომანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული შეთავაზება, შესაძლოა, წარმოადგენდეს ინტერნეტთაღლითობას.

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აღნიშნული შეთავაზება, შესაძლოა, წარმოადგენდეს ინტერნეტთაღლითობას და მოუწოდებს, მსგავსი სმს შეტყობინების მიღებისას არ ისარგებლონ მითითებული ბმულით და არ შეიყვანონ სააბონენტო თუ პირადი მონაცემები. კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგის, ბუნებრივი გაზი, წყალი) კომპანიებთან რაიმე ტიპის შეღავათთან დაკავშირებით შეთანხმება ან კომუნიკაცია არ განხორციელებულა. მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა. მონაცემები გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში არსებული გარემოების შესასწავლად“, – ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა.

Print