რეგიონი
წალენჯიხელი მასწავლებელი 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეულშია
განათლების კოალიციის ინიციატივით, მიმდინარე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ხუთეული გამოვლინდა, რომელთაგან ერთ -ერთია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ეგნატე ფიფიას სახელობის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - მარინე კვარაცხელია.

2023 წლის საუკეთესო ხუთეულის წევრები არიან:

ქამრან აფანდიევი – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლისა და ცოფის საჯარო სკოლების ქართული როგორც მეორე ენა, მასწავლებელიათემატიკის მასწავლებელი

ინა იმედაშვილი, – თბილისის UG სკოლის დაწყებითი საფეხურისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

მარინე კვარაცხელია – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ეგნატე ფიფიას სახელობის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ნინო ნიპარიშვილი – კასპის მუნიციპლაიტეტიდან, შპს „ბესიკ ნიპარიშვილი“, სკოლა-გიმნაზიის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი

ნინო ფსუტური – გორის მე-8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი


მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა.

ხუთი ფინალისტებიდან ერთ - ერთი გამარჯვებული დასახელდება 5 ოქტომბერს, რომელთაგან მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.
Print