რეგიონი
არძინბა: აფხაზეთი შესაძლოა „გეოპოლიტიკის მიღმა აღმოჩნდეს“
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ინალ არძინბამ რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე კომენტარი გააკეთა.

ინფორმაციას ,,ეხო კავკაზა'' ავრცელებს.

„დღეს მათ შორის სავაჭრო ბრუნვა 2,5 მილიარდი დოლარია. რამდენი იქნება ხვალ, საჰაერო მიმოსვლის ამოქმედებისა და უვიზო რეჟიმის გათვალისწინებით. ეს ყველაფერი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჩვენზე და ჩვენს საგარეო პოლიტიკაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოვჩნდებით გეოპოლიტიკის მიღმა“, - განაცხადა არძინბამ გულრიფშის რაიონში აქტივისტებთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, რუსეთში არსებული ქართული დიასპორა აქტიურად მუშაობს რუსეთში საქართველოს ჰუმანიტარული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების ხელშეწყობისთვის.

„ეს შეჯიბრი არ უნდა წავაგოთ. ამისათვის საჭიროა ეფექტურად, ჰარმონიულად და დინამიურად მუშაობა. ჩვენ არ გვაქვს დაბალი კონკურენტუნარიანობის უფლება. კიდევ ერთხელ ვიმყოფებით ისტორიულ გზაჯვარედინზე. დღეს ჩვენ ვწყვეტთ, როგორი იქნება ჩვენი სახელმწიფო ხვალ“, - აღნიშნა მან.

ინალ არძინბამ ასევე კომენტარი გააკეთა პიცუნდაში მდებარე სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის თემაზე. მისი თქმით, „საკითხის განხილვის საინფორმაციო მხარდაჭერამ“ დააზარალა აფხაზურ-რუსული დიალოგი. რუსეთი კი, მისი თქმით, არის „აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ბირთვი“.

„თუ რუსეთთან ურთიერთობა დავკარგავთ, ჩვენ დავკარგავთ ჩვენს მთავარ მოკავშირეს და მსოფლიო ძალას“, - ამბობს დე ფაქატო აფხაზეთის დეპარტამენტის უფროსი

მან ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთმა ეკონომიკური ზრდის ახალ წყაროებზე უნდა იფიქროს. არძინბამ ამ საკითხზე  ე.წ პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

Print