რეგიონი
გურიის ტრაგედიის გამო მესტიასა და წალენჯიხაში დაგეგმილი ,,მუსიკალური საღამოები'' არ გაიმართება
სამეგრელო - ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას განცხადებით, გურიაში მომხდარი ტრაგედიის გამო მესტიასა და წალენჯიხაში დაგეგმილი ,,მუსიკალური საღამოები'', არ გაიმართება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია და რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ გურიაში დატრიალებული ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებენ სტიქიის შედეგად, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

,,გაცნობებთ, რომ გურიაში განვითარებული მოვლენების გამო, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 9 სექტემბერს, მესტიაში და 10 სექტემბერს წალენჯიხაში, დაგეგმილი ,,მუსიკალური საღამოები” არ გაიმართება'', - ვკითხულობთ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, გურიის რამდენიმე მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ქუჩები, წაიღო ხიდები, დაამტვრია ხეები, ჩამოშალა მიწის მასები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში სამი ცხედარი იპოვეს, მათ შორის ორი მოზარდის.

ფოტო - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური




Print
თეგები: გურია / სტიქია /