რეგიონი
როგორი ამინდი იქნება 10 სექტემბრამდე საქართველოში - გარემოს ეროვნული სააგენტო
საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტო მომდევნო დღეების მოსალოდნელ ამინდის პროგნოზს ავრცელებს.

სინოპტიკოსების ცნობით,  8-9 სექტემბერს, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი. ასევე, ზოგან შესაძლებელია აღინიშნოს სეტყვა. ხოლო 10 სექტემბერს ხანმოკლე წვიმა ელჭექით შენარჩუნდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს ქალაქებს, მათ შორის ზუგდიდსა და მარტვილში 10 სექტემბრის დილამდე ნავარაუდებია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +23, +25 გრადუსი.

ფოთს და ანაკლიაში  8-9 სექტემბერს, 10 სექტემბრის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ხოლო 10 სექტემბერს დღისით გამოდარებით. 9-10 სექტემბერს ზღვაზე შესაძლებელია დაფიქსირდეს ძლიერი ქარი და შტორმი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.

სააგენტოს განმარტებით, მესტიაში 10 სექტემბრის დილამდე ნავარაუდებია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა მოსალოდნელია დღისით +14, + 16 გრადუსი.


გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ 10 სექტემბერს ღამისა და დილის საათებში საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლჭყაპი აღინიშნოს.
Print