ახალი ამბები
ჩხოროწყუში “ქართული ოცნების” ორგანიზაციის თავმჯდომარედ დათო გოგუა აირჩიეს
“ქართული ოცნების” ჩხოროწყუს რაიონული ორგანიზაციას მუნიციპალიტეტის მერი დავით გოგუა უხელმძღვანელებს. ის დელეგატებმა პარტიულ კონფერენციაზე აირჩიეს.

წალენჯიხაში კი მმართველი პარტიის რაიონული თავჯდომარე საკრებულოს წევრი ბაკურ სონგულია გახდა.

ორივე მუნიციპალიტეტში აირჩიეს ბიუროს წევრებიც.

კონფერენციას “ქართული ოცნების” ლიდერები ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე და კახა კალაძე უძღვებოდნენ.

მანამდე ღონისძიება ზუგდიდში გაიმართა, სადაც სახელისუფლებო პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია გახდა.

დღეს პარტიული კონფერენცია მესტიაში გაიმართება, მომდევნო დღეებში კი სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებში.

Print