ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში რუსული ენის შემსწავლელი ცენტრი ამოქმედდა. მისი ხელმძღვანელი ოგორ ბასოვი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, რუსული ენაში
გადამზადების კურსებს ჭუბურხინჯის ორი სკოლის მასწავლებლები გაივლიან. ინფორმაციას „გალ მედია“ ავრცელებს.
გარდა ამისა, მისივე თქმით, ცენტრში "რუსულ ენას და მისი ეფექტური სწავლების მექანიზმებს" გალის რაიონის სკოლების მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეასწავლიან. ამავე ცნობით, სამ თვეში გალის რაიონის 17 სკოლაში 300 - მდე ადამიანის გადამზადება იგეგმება.
ამავე ინფორმაციით, რუსულ ენას გალის ცენტრის მსმენელებს რუსეთის განათლების სამინისტროს დავალებით, არმავირის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის სპეციალისტები შეასწავლიან.
"ღია განათლების ცენტრი" გალში ივნისში გაიხსნა. პროექტს კი რუსეთის განათლების სამინისტრო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.
ამავე თემაზე: გალში რუსული ენის შემსწავლელი ცენტრი გაიხსნა
მასალის გამოყენების პირობები