ახალი ამბები
დრანდის ციხიდან გაქცეული პატიმარი დააკავეს - სოხუმი
ოკუპირებულ აფხაზეთში ციხიდან გაქცეული მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას თვითაღიარებული რესპუბლიკის შსს - ს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, ძებნილი 18 სექტემბერს, დილის 7 საათზე, სოფელ კამანის მახლობლად დააკავეს.

35 წლის გურგენ კირაკოსიანი დრანდის ციხიდან 13 აგვისტოს გაიქცა. სოფელ იაშტუხის მკვიდრი, "მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების" ბრალდებით იყო დაკავებული.

ამჟამად ის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

Print