ახალი ამბები
"საბას" გამარჯვებული მარტვილელი გიორგი ხულორდავა გახდა
ლიტერატურული პრემია "საბას" ფინალისტი "წლის საუკეთესო თარგმანის" ნომინაციაში, მარტვილელი გიორგი ხულორდავას მიერ თარგმნილი აბდ ორ - რაჰმან ჯამის წიგნი "ბაჰარესთანი" გახდა.
2015 წელს მხატვრული თარგმანის ნომინაციაში გიორგი ხულორადავას გადაეცა საყმაწვილო ლიტერატურული პრემია "ამირანი". 2014 წელს გამოიცა მისი "რჩეული თარგმანები". 27 წლის ირანისტი მთარგმნელთა კლუბის წევრია.

ავტორის ლექსები და თარგმანები იბეჭდება სალიტერატურო პრესაში.

ლიტერატურული პრემია "საბას" 2023 წლის გამარჯვებულები 19 სექტემბერს გამოვლინდა. ეს ლიტერატურული პრემიის რიგით 21-ე დაჯილდოებაა.

ინტერვიუს გიორგი ხულორდავასთან რადიო "ათინათი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.


Print