რეგიონი
მომდევნო დღეებში სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში მზიან ამინდს ვარაუდობენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20-22 სექტემბერს ზუგდიდსა და მარტვილში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ჰაერის ტემპერატურა კი +28, +30 გრადუსი იქნება.

სააგენტოს ცნობით,  სანაპირო რაიონებში  ანაკლიასა და ფოთში  მზიანი ამინდი და ჰაერის მოსალოდნელი მაქსიმალური ტემპერატურა 29 გრადუსია.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მესტიაში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსია მოსალოდნელი.




Print