ახალი ამბები
აგვისტოში მესტიაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე 398-მა პირმა მიიღო სოციალური დანამატი
მიმდინარე წლის აგვისტოში, სოციალური დანამატის პაკეტი მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე 15 472-მა ადამიანმა მიიღო, მათგან 398 მესტიაში ცხოვრობს.

სოციალური დანამატის სახით ქვეყნის მასშტაბით სულ 620 498 ლარი გაიცა.

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივ მცხოვრები სტატუსის დანამატის მიმღებთა შორის 9 615 - კაცი და 5 857 ქალია.



წყარო: ipn



Print