ახალი ამბები
წელს სეზონის დაწყებიდან სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო ნადირობის 36 ფაქტი გამოავლინეს - გზდ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის დაწყებიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, უკანონო ნადირობის 229 ფაქტი გამოავლინეს.
ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

ამავე ცნობით, უკანონო ნადირობის 36 შემთხვევა სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა.

„გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 163 აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობის ფაქტია, 59 გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობა, 5 შემთხვევაში ბრაკონიერების მიერ აკრძალული სახეობების ნადირობა, 2 კი გადამფრენ ფრინველებზე ქალაქის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნადირობის ფაქტია.

უკანონო საშუალებით, ნადირობის სეზონის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში, 164 ერთეული ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა დაფიქსირდა.

უკნონო ნადირობის პრევენციის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ, - ვკითხულობთ გზდ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Print