ახალი ამბები
საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი სოხუმში გამართულ "ოფიციალურ ღონისძიებებს" არ შეუერთდა
დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში "გამარჯვების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი" ღონისძიებები იმართება, თუმცა რამდენიმე საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მანამდე განაცხადა, რომ "არ სურს მონაწილეობა მიიღოს გამარჯვების აღლუმში და შეუერთდეს ოფიციალურ დღესასწაულებს", წერს "ეხო კავკაზა".

ამავე ცნობით, ისინი აცხადებენ, რომ მიულოცავენ "აფხაზ ხალხს გამარჯვების დღეს", თუმცა "დაღუპულების ხსოვნას პატივს ვლადისლავ არძინბას ძეგლთან მიაგებენ".

კერძოდ, თავიანთი პოზიცია გამოხატეს ვეტერანთან ორგანიზაცია "არუაას" და ფონდ "აამტას" ლიდერებმა, თემურ გულიამ და ნატალი სმირმა, რომელთა განცხადებით, "მოქმედი პრეზიდენტი ასლან ბჟანია და მთავრობა ატარებენ პოლიტიკას, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება".

მათი გულისწყრომა გამოიწვია აფხაზი ლიდერის, ასლან ბჟანიას მიერ მიმდინარე წლის გაზაფხულზე გამოცემულმა განკარგულებამ "ქართული საქონლის იმპორტის შესახებ.

"ჩვენთვის ეს იყო წითელი ხაზი... ჩვენ არ შეგვიძლია მათთან ურთიერთობა, სანამ არ გვაღიარებენ", - აღნიშნა გუნიამ.

გარდა ამისა, მან ახსენა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან "პარლამენტში" შესული ანტიხალხური პროექტები "აპარტ-სასტუმროების შესახებ", რას მისი თქმით, "საზოგადოების შესაბამის რეაქციას იწვევს..."

ფონდის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, თუ რამ აიძულა ყოფილ "დეპუტატებს" უარი თქვან "ზეიმში" მონაწილეობაზე:

"რაღაც ორმაგი სტანდარტებია, აქ გვთავაზობენ სუვერენიტეტის სხვებისთვის გაზიარებას, იქ გვთავაზობენ ბინების შესახებ კანონის მიღებას, აქ გვთავაზობენ მრავალი ჰექტარი მიწის დათმობას... და ამ ხალხთან, რატომღაც, უნდა აღვნიშნოთ ასეთი მნიშვნელოვანი დღესასწაული ჩვენთვის, აფხაზებისთვის, ამ ლიდერ ქვეყნებთან ერთად?"

გამოცემის თანახმად, ვეტერანთა ორგანიზაცია "არუაას" და საექსპერტო ფონდ "აამტას" შეუერთდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია "აიდგილარა".

დღეს სოხუმში სამხედრო აღლუმი გაიმართა "ქართულ - აფხაზურ ომში გამარჯვების 30 წლისთავის აღსანიშნავად" წერს "აფსნიპრესი". ამავე ცნობით, დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები.

ამავე თემაზე:



რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე სარაკეტო ხომალდი "ციკლონი" სოხუმის საზღვაო პორტში შევიდა

პუტინმა ბჟანიას "გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის" დღე მიულოცა









Print