ახალი ამბები
თეთნულდზე ფრიდაიდის მსოფლიო ტური პირველად ჩატარდება

საქართველოს ისტორიაში პირველად, 2024 წელს, კურორტ თეთნულდზე, ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდება.


 

მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველო იმ 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის დასახელდა რომელსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდა წილად. გადაწყვეტილება საფრანგეთის ქალაქ ანესში, ფრირაიდის ყოველწლიურ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.

ამავრ ცნობით, ფრირაიდის მსოფლიო ტურში 50 გამორჩეული სპორტსმენი (რაიდერი) იასპარეზებს.

“აღსანიშნავია, რომ მესტია გახდა მსოფლიოში ფრირაიდის ახალი მიმართულება, ხოლო კურორტი თეთნულდი ფრირაიდის მოყვარულთათვის პოზიციონირდა, როგორც ახალი აღმოსაჩენი ადგილი”,-ვკითხულობთ ინფორმაციაში.


შეჯიბრი 2024 წლის მარტში გაიმართება.

ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს.

 



 

Print