ახალი ამბები
სოლიდარობის ჯაჭვი - ზუგდიდში ძუძუს კიბოს პრევენციასთან დაკავშირებით აქტივობები დაიწყო
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ “ვარდისფერი ოქტომბრის” კამპანიის ფარგლებში ქალებმა სიმბოლურად სოლიდარობის ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. ეს ერთ-ერთი აქტივობაა, რომელიც ძუძუს კიბოს პრევენციასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღღლების კამპანიის ფარგლებში იმართება.


"ვარდისფერ ოქტომბერთან დაკავშირებით ჩატარდება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო აქტივობა .მოგეხსენებათ, ძუძუს კიბოს პრევენციასთან დაკავშირებით ცნობიერების თვე არის ოქტომბრის თვე. შესაბამისად, დღეს გვქონდა ცოცხალი ჯაჭვი, განათდება ჩვენი გუბერნიის შენობა. ასევე გვექნება საინფორმაციო შეხვედრები, დავაორგანიზებთ სკრინინგებს, სხვადასხვა ორგანიზაციაში ჩატარდება ფლეშმობები. მთელი ოქტომბერი იქნება დატვირთული იმისათვის, რომ ჩვენ ქალებმა ერთმანეთს გამოუცხადოთ ამ მიმართულებით სოლიდარობა და დავეხმაროთ ერთი მეორეს", - თქვა აქციის ორგანიზატორმა ნათია ხუფაცარიამ.

აქტივობები "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით იმართება.

ოქტომბერი ძუძუს კიბოს ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო თვეა. კამპანია მიზნად ისახავს ძუძუს კიბოს სიმპტომების ნაადრევი აღმოჩენის, რეგულარული თვითშემოწმებისა და სკრინინგული კვლევების საჭიროების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.







Print