ახალი ამბები
მომდევნო დღეებში სინოპტიკოსები ცვალებად ამინდს პროგნოზირებენ
4, 5 და 6 ოქტომბერს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ზუგდიდსა და მარტვილში 4 ოქტომბერს, დღის ბოლომდე, შესაძლოა, იწვიმოს. მომდევნო ორი დღის განმავლობაში კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

რაც შეეხება სანაპირო რაიონებს, ანაკლიასა და ფოთს, 4 ოქტომბერს წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, 5-6 ოქტომბერს კი უნალექო ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსს მიაღწევს.

მესტიაში ხვალიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით უნალექო ამინდია ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი იქნება.


Print