ახალი ამბები
ჩხოროწყუში სამ სკოლაში გაიფიცნენ
ჩხოროწყუს ნომერ მეორე, ასევე სოფლების - კირცხისა და ახუთის სკოლის მასწავლებლების ნაწილი გაიფიცა, მოსწავლეები კი ტრანსპარანტებით ახალი დირექტორების არჩევას აპროტესტებენ.

“გაუგებარი და პოლიტიკურად მოტივირებული”, - ასე აფასებენ სკოლებში გადაწყვეტილებას.

„უკონკურენტო კანდიდატი იყო ჩვენი დირექტორი და აღმოჩნდა, რომ ახლა სხვამ უნდა უხელმძღვანელოს სკოლას. როგორც კი სამუშაო პროცესი დაიწყო, გავიგეთ ამის შესახებ. დირექტორმა მოგვიწოდა გაკვეთილზე შევსულიყავით, მაგრამ ისეთი უმართავი სიტუაცია იყო, საგაკვეთილო პროცესი დღეს ჩაიშალა. ჩვენ მოვითხოვთ კატეგორიულად დაგვიმტკიცოს მინისტრმა, გვაჩვენოს ის კრიტერიუმი, რომლითაც რაიონში საუკეთესო დირექტორი, სკოლის განვითარებაზე, მომავალზე მყისიერად ორიენტირებული, ჩამოაშორეს განათლების სისტემას, სკოლასა და მოსწავლეებს. კრიტერიუმები უნდა გვაჩვენონ, რომელი კრიტერიუმებიც ვერ დააკმაყოფილა ჩვენმა დირექტორმა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა გვინდა, უკანონობას უკანონობით რომ არ უნდა ვებრძოლოთ, ეს უკანონობაა, რაც მოხდა, უკანონობაა ისიც, რომ დღეს საგაკვეთილო პროცესს ჩვენ ვერ ვმართვთ, მაგრამ ორშაბათიდანაც იგივე სიტუაცია იქნება. ჩვენ წერილს გავამზადებთ მინისტრთნ გასაგზავნს და რეაგირებას დაველოდებით, იქნება თუ არა, არც ორშაბათს განვაახლებთ სასწავლო პროცესს”, - აღნიშნა სოფელ ახუთის მასწავლებელმა თეოდორა ლემონჯავამ.

ჩხოროწყუელი მოსწავლეები და მასწავლებლები პროტესტის გაგრძელებას აპირებენ.
Print