ახალი ამბები
ილჰამ ალიევს სურს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში მონაწილეობა მიიღოს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბიოლის ცენტრში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ინფრასტრუქტურულ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო მიმართულებით ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა.

"გვაქვს სურვილი, მივიღოთ მონაწილეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებზეც საუბარი იყო, ანაკლიის პორტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება. ჩვენ ვფლობთ ყულევის პორტს შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოში, შეგვიძლია ეს პორტიც გავაფართოოთ, ეს გააძლიერებს და კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს თანამშრომლობას. ბაქო-თბილისის რკინიგზის მიმართულებით ჩვენ გავზრდით წარმადობას ხუთმაგად და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის", - განაცხადა ალიევმა.

ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტი საქართველოში გუშინ დასრულდა.


ამავე თემაზე:

ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის მეორე ეტაპზე ჩინური და შვეიცარული კომპანიები გადავიდნენ

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება, ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია - ღარიბაშვილი გაეროში სიტყვით გამოვიდა

Print