ახალი ამბები
ოკუპირებულ აფხაზეთში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო, ამის შესახებ ე.წ. თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

შესაბამისი "განკარგულება", ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს გამოსცა.

"განკარგულების" თანახმად, 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაიწვევენ 18 - დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, "რომლებიც არ არიან რეზერვში და ექვემდებარებიან სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას, ხოლო სამხედრო მოსამსახურეები, რომელთაც გაწვევის ვადა ამოიწურა, გათავისუფლდებიან სამხედრო სამსახურიდან".

ამავე ცნობით, "მინისტრთა კაბინეტს, რაიონის გამგეობებს და ქალაქ სოხუმის ადმინისტრაციას დაევალა სამხედრო სამსახურში გაწვევასა და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა".




Print