ახალი ამბები
სექტემბერში უაქციზო სიგარეტის შენახვისა და რეალიზაციისთვის 11 ადამიანი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა სექტემბერში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 20 ფაქტი გამოავლინა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.



ამავე ცნობით, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 20 ფაქტზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 20 ადამიანი, მათგან დაკავებულია 11 პირი.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში 12 240 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 61 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

 

Print