ახალი ამბები
ენგურზე აფხაზმა ე.წ. მებაჟეებმა საქონლის "უკანონო" გადატანის 15 მცდელობა აღკვეთეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბოლო 9 თვის განმავლობაში "საზღვრის დარღვევის" 600 - ზე მეტი შემთხვევა გამოავლინა, წერს "აფსნიპრესი".

ე.წ სუს - ის ინფორმაციით, "საზღვრის" უკანონო კვეთისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 12 პირი, ხოლო დანარჩენები დაჯარიმდნენ.

ამავე ცნობით, ამავე პერიოდში, მათ სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე სხვადასხვა მიზნით საქონლის "უკანონო" გადატანის 15 მცდელობა აღკვეთეს, ამოღებულია 700 ბლოკზე მეტი თამბაქოს პროდუქცია.

"უკანონო ქმედებების ორგანიზებასა და განხორციელებაში ჩართულ პირებთან მიმართებაში კანონმდებლობის შესაბამისად გატარებულია სამართლებრივი ზომები", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.



Print