ახალი ამბები
რიკოთის საუღელტეხილო გზაზე შეზღუდვები უქმდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, 12 ოქტომბრიდან რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის რეჟიმი იცვლება.


მათივე განმარტებით, სპეციალური რეჟიმი უქმდება მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის და შესაბამისად, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მათი გადაადგილება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

რაც შეეხება მისაბმელიან და ნახევრად მისაბმელიან ავტოტრანსპორტის, მათთვის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი რჩება ძალაში, თუმცა იზრდება 4 საათით და ისინი მოძრაობას შეძლებენ ორმხრივად, 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.

უწყების ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე კვლავ გაგრძელდება 24 საათიანი მონიტორინგი.

სპეციალური რეჟიმი რიკოთის საავტომობილო გზაზე მიმდინარე წლის აპრილიდან მოქმედებს.

Print