ახალი ამბები
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
16 ოქტომბერს დღის ბოლოდან 17 ოქტომბრის დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ამავე ცნობით, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
Print