ახალი ამბები
დღეს და ხვალ ზუგდიდში იწვიმებს
18-დან 19 ოქტომბრის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოში იწვიმებს, მაღალმთიან ზონაში კი მოთოვს.

ამის შესახებ რადიო “ათინათს” გარემოს ეროვნულ სააგენტოში უთხრეს.

ამავე პროგნოზით,ზუგდიდში დღეს და ხვალ, 19 ოქტომბერს მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით, სავარაუდოდ, +8, +9 გადუსი იქნება.

სინოპტიკოსები მესტიაში 19 ოქტომბერს თოვლს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა კი დღისით +5, +6 გრადუსი იქნება.

"მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

აქვე ამბობენ, რომ სამეგრელოში 20 ოქტომბრიდან გამოიდარებს.

Print