ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახლების უმრავლესობა 1970 წლამდე აშენდა - საქსტატი
საქართველოში საცხოვრისების უმრავლესობა, ბოლო მონაცემებით, 230 002 სახლი, 1961-1970 წლებში აშენდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ანგარიშით, სამეგრელო-ზემო სვანეთში საცხოვრებლების უმრავლესობა - 22 280 მათგანი 1961-1970 წლებშია აშენებული, მათ შორის, 19 684 ინდივიდუალური სახლია, 2596 კი იზოლირებული ბინა.

ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ძველი საცხოვრისები 1919 წლამდეა აშენებული, რომელთა რაოდენობა 31 790-ია.

„საქსტატის“ აღნიშნული მონაცემები მოსახლეობის საყოველთაო აღწერას ეფუძნება, რომელიც ბოლოს 2014 წელს ჩატარდა, მომდევნო აღწერა კი მომავალ, 2024 ჩატარდება.


ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია
Print