ახალი ამბები
აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია, - სერგეი შამბა
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის "უშიშროების საბჭოს" მდივანმა სერგეი შამბამ, სოხუმში, "მოსკოვის სახლში" გამართული მრგვალი მაგიდის,
"აფხაზეთისა და რუსეთის კულტურული და სოციალური სივრცე",  მსვლელობისას განაცხადა, რომ "აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია".

"ჩვენ (რუსეთთან - რედ.) ისეთი ურთიერთობა გვაქვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საბჭოთა ერთობა დაიშალა, ის გრძნობები მაინც დარჩა. აფხაზური საზოგადოება კი რუსულ სამყაროს არის მორგებული და რუსული სამყაროს შექმნაში მონაწილეობს. ჩვენ გვინდა ვიყოთ და ვართ ამ სამყაროს ნაწილი", - თქვა შამბამ.

"იზვესტიეს" თანახმად, აფხაზმა პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული ენის წყალობით აფხაზეთმა მსოფლიო კულტურა შეიცნო.

"უნდა ითქვას, რომ რუსულმა საზოგადოებამ ასევე აითვისა მრავალი ტრადიცია და ზოგიერთი კულტურული მომენტი. და ეს გამდიდრება ორმხრივი იყო. დიდმა რუსულმა კულტურამ, რა თქმა უნდა, უფრო დიდი გავლენა მოახდინაб რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დროს, მრავალი ერების ჩამოყალიბებაზე. აფხაზეთი ყოველთვის იპყრობდა რუსეთის შემოქმედებითი ინტელიგენცის - მწერლების, მხატვრების და კიდევ ბევრის ყურადღებას", - აღნიშნა მან.

უფრო ადრე, ოკუპირებული აფხაზეთის "საგარეო საქმეთა სამინისტროს" ხელმძღვანელმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ "რუსეთთან შესაძლო ურთიერთობების ხელსაყრელი ფორმა შეიძლება იყოს ასოცირებული სახელმწიფოს მოდელი: დამოუკიდებლობის შენარჩუნებისას აფხაზეთი მზადაა ააშენოს თავისი საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა. მათ შორის საზღვრის უსაფრთხოება რუსეთთან ერთად".

ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთის და ბელარუსის საკავშირო რესპუბლიკასთან მიერთებას არ გამორიცხავს აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანიაც. 


ამავე თემაზე:

სოხუმი რუსეთ - ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს გამოცდილებას სწავლობს - არძინბა

სოხუმი დაინტერესებულია რუსეთთან და ბელარუსთან საკავშირო სახელმწიფოში მონაწილეობით - ბჟანია











Print