ახალი ამბები
შოვის სტიქიას გადარჩენილი სენაკელი გიო ადამია - ხელისუფლებისგან ყურადღება არ მიგვიღია
მიმდინარე წლის სამ აგვისტოს, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში მომხდარი სტიქიის დროს შვილთან ერთად გადარჩენილი სენაკელი გიო ადამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ მას და მასთან ერთად გადარჩენილებს დაზარალებულის სტატუსი არ აქვთ და მას ხელისუფლების არცერთი შტოსგან დახმარება არ მიუღია.

"შოვის ტრაგედიიდან თითქმის 3 თვე გავიდა. 3 აგვისტოს მე და ჩემს 6 წლის შვილს მოგვადგა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მატერიალური ზიანი. ჯერჯერობით სახელმწიფოსგან არანაირი ყურადღება არ მიგვიღია, კერძოდ:

1. პროკურატურამ 2-ჯერ უარი გვითხრა მე და ჩემთან ერთად მყოფ გადარჩენილებს დაზარალებულის სტატუსის მიღებაზე.

2. რაჭის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განმიმარტა, რომ მხოლოდ რაჭველებისთვის შეუძლიათ დახმარების გაწევა, გადამამისამართეს კანცელარიაში.

3. კანცელარიაში გაგზავნილ წერილზე პასუხი ჯერაც ვერ მივიღე.

4. ჯანდაცვის სამინისტროსგან თვეების წინ შემოთავაზებული ფსიქოლოგიური დახმარება, რომელზეც თანხმობა განვაცხადე, დღემდე არ მიგვიღია.

5. მეორე დღეს, 4 აგვისტოს სენაკის კლინიკაში სამედიცინო დახმარებისთვის მისულს მომთხოვეს თანხის გადახდა, რაც შემდგომ კერძო დაზღვევამ დამიფინანსა. სენაკის მერიამ არც მოგვიკითხა ერთი ზარითაც კი.

ამ ფოტოს ნახვის შემდეგ უფრო ვიაზრებ რა გამოვიარეთ . კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნობ გარდაცვლილების ოჯახებს', - წერს ადამია და თან ურთავს მისი ავტომობილის ფოტოს, რომლი|თაც ტრაგედიის დღეს სტიქიის ზონაში აღმოჩნდა. 




ამავე თემაზე:

„სიცოცხლისთვის ბრძოლა სპეკულაცია არ არის“ - მეწყერში მოყოლილი სენაკელი გიო ადამია კობახიძეს პასუხობს

„ოპერაციაში წამიყვანეთ, ოღონდ ვიცოცხლო“, - შოვში გადარჩენილი სენაკელი მამა-შვილის ამბავი (ფოტო/ვიდეო/აუდიო)









Print