რეგიონი
ჭალადიდში გმირულად დაღუპული რაჰიბ მამადოვის სახელობის სკვერი გაიხსნა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში, 1987 წელს ამავე სოფელში გმირულად დაღუპულ რაჰიბ მამადოვის განახლებული ბიუსტი და სკვერი გაიხსნა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მანამდე კი ხობის კულტურის სახლში გმირულად დაღუპული ჯარისკაცის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება შედგა.

ღონისძიებებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, აზერბაიჯანის ელჩი და ბათუმში თურქეთის კონსული ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდა რაჰიბ მამედოვის ძმა საჰიბ მამედოვი.

..36 წლის შემდეგ, მე მოვედი ამ შეხვედრაზე, სოფელ ჭალადიდში გმირთა პარკში გმირი რაჰიბ მამედოვის განახლებული ბიუსტის გახსნის ცერემონიაზე. დიდი პატივია, რომ ჩემი ძმის უკვდავყოფისთვის ეს ყველაფერი კეთდება. ვამაყობ რომ ჩემმა ძმამ გადადგა გმირული ნაბიჯი და გადაარჩინა ადამიანების სიცოცხლე. მისი გმირობა ძალიან მნიშვნელოვანია. და საქართველო აზერბაიჯანის მეგობრობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი'', - თქვა საჰიბ მამედოვმა.

რაჰიბ მამადოვმა წყალდიდობის დროს სოფელ ჭალადიდში 28 ადგილობრივის სიცოცხლე გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა.


Print