ახალი ამბები
სეს-ი მოსახლეობას აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მექანიკური მეთოდების გამოყენებისკენ მოუწოდებს
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მექანიკური მეთოდები გამოიყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას ვკითხულობთ სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე.

ამასთანავე, როგორც სეს-ი იუწყება, სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.

"მიმდინარე წელს, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა, სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით, დასავლეთ საქართველოში - სამეგრელოს, გურიის, იმერეთის, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დაამუშავა 227 148 ჰა ფართობი, ცივი შესხურებით - 91 579,25 ჰა სოფლის ტერიტორია, სიმინდის მასივები, ჯაგნარები და ტყის პერიმეტრი; მონიტორინგის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით განთავსდა 107 725 სპეციალური სადგური", - მითითებულია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ მწერი გამოსაზამთრებლად საცხოვრებელი სახლებისა და მიტოვებული შენობებისკენ მიგრირებს და ბრძოლის ღონისძიებებში აუცილებელია მოსახლეობის ინტენსიური ჩართულობა.

Print