ახალი ამბები
მარტვილის მერიამ საპირფარეშოსა და მიმდებარე ტერიტორიის მოსაწყობად 90 530 ლარი გამოყო
ქალაქ მარტვილის ცენტრში საპირფარეშოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდება. შესაბამისი ტენდერი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს გამოაცხადა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 90 530 ლარი გამოყო.

სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ მიმწოდებელი ვალდებულია დოკუმენტით გათვალისწინებული სამუშაო ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში შეასრულოს. 

აქვე მოცემულია ესკიზები, როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტუალეტი და მისი მიმდებარე ტერიტორია. 


წინადადებების მიღება 30 ოქტომბრიდან დაიწყება და 2 ნოემბერს დასრულდება.

Print