ახალი ამბები
დარჩელი-ანაკლიის ცენტრალურ გზაზე ხმაურია (ფოტო)
ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალური გზის დარჩელის მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია.
მოსახლეობის ნაწილი საძოვრებად გამოყენებული მიწის გასხვისებას აპროტესტებს და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვს.

ამ დროისთვის ისინი გზის გადაკეტვას ცდილობენ.

პოლიცია მათ მოუწოდებს, საავტომობილო გზის პერიმეტრი დატოვონ. ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც იმყოფებიან.



Print