ახალი ამბები
მომდევნო დღეებში სინოპტიკოსები უნალექო ამინდს ვარაუდობენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-დან  29 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ზუგდიდსა და მარტვილში მომდევნო ორი დღის განმავლობაში +26, +28 გრადუსია ნავარაუდევი.

ანაკლიასა და ფოთში სააგენტოს განმარტებით, +25, +27 გრადუსი იქნება.  მესტიაში ზოგან შესაძლოა იწვიმოს, 27-29 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურა +17,+19 გრადუსს მიაღწევს.


Print