რეგიონი
სამეგრელოში უკანონოდ მოქმედი "ფსიქოტროპული აფთიაქები" აღმოაჩინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 2023 წლის განვლილ პერიოდში სამეგრელოსა და სხვა რეგიონებში კანონდარღვევით მოქმედი ათეულობით ე.წ „ფსიქოტროპული აფთიაქი“ გამოავლინეს.

ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

ამავე ცნობით, სააფთიაქო დაწესებულებებს არ გააჩნდათ საქმიანობისათვის საჭირო შესაბამისი ნებართვები, საიდანაც რეცეპტის გარეშე ახდენდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია.

ამ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელებულია 58 ფიზიკური პირისა და 15 იურიდიული პირის მიმართ. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

 

Print