ახალი ამბები
სეს-ი ფერმერებს მღრღნელების საწინააღმდეგო წამლობისკენ მოუწოდებს
სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერებს მოუწოდებს მღრღნელების წინააღმდეგ ღონისძიებები დროულად ჩაატარონ.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ.

როგორც სეს-ი იუწყება, მიმდინარე წელს, შემოდგომის თბილმა და მშრალმა ამინდებმა ხელი შეუწყო მინდვრის თაგვების გამრავლებას და აფრთხილებს ფერმერებს, დროულად ჩაატარონ მღრღნელების საწინააღმდეგო ღონისძიებები, რათა თავიდან აიცილონ საშემოდგომო ნათესების დაზიანება.

”ქიმიური ღონისძიებები შემოდგომას, ოქტომბერი-ნოემბერში, გაზაფხულზე კი, მარტი-აპრილში უნდა ჩატარდეს.

პრეპარატის გამოყენებისას ყურადღებით უნდა გაეცნოთ მოხმარების წესებს.
მავნე მღრღნელებთან ბრძოლა მნიშვნელოვანია, რადგან ისინი დიდ ზიანს აყენებენ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს, საკვები პროდუქტების მარაგებს, ქმნიან ადამიანისთვის საშიში დაავადებების ეპიდემიების საფრთხეს”,-ვკითხულიბთ სეს-ის განცხადებაში.

Print