რეგიონი
ზუგდიდელი კუდოისტი ლევან დარასელია ევროპის ჩემპიონი გახდა (ფოტო)
საქართველოს კუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ზუგდიდელი ლევან დარასელია უფროსებს შორის ევროპის ჩენპიონი გახდა.

ფედერაციის ცნობით, ახალგაზრდა სპორტსმენმა (კატეგორია -230) დაძაბულ ფინალურ შეხვედრაში ფრანგი ქაის ალ ალემი დაამარცხა და საქართველოს ისტორიული მედალი მოუტანა.

,,ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის ის არის, რომ ამ გამარჯვებით მე შევძელი საქართველოს დროშა ამეფრიალებინა, ჩემი ქვეყნის ღირსება დამეცვა. განსაკუთრებით დიდ მადლობას ვუხდი ამ დარბაზში მყოფ ქართველ ხალხს, რომლებიც სულით და გულით ჩვენს გვერდში იყვნენ და მგულშემატკივრობდნენ. მადლობა ჩემს გულშემაკტკივრებს...’’, - განაცხადა ლევან დარასელიამ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ.

საქართველოს კუდოს ფედერაციაში განმარტავენ, რომ ლიეტუვის ქალაქ კაუნასში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველებმა 5 ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

,,პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კუდოში უფროსებს შორის ქართველი გახდა ევროპის ჩემპიონი. ასევე ოქროს მედლები მოიპოვეს 19 წლამდელთა შორის თორნიკე კურტანიძემ, სედრაკ კარაპეტიანმა, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, ზედიზედ მეორედ იზეიმეს ევროპის ჩემპიონობა ვასილ დვალაძემ და გიორგი ჟვანიამ. ბრინჯაოს მედალი უფროსებს შორის რომეო გაბლაიამ დაისაკუთრა.ევროპის ჩემპიონატზე 3 ქართველი მსაჯი იყო, - დავით ყოლბაია, დავით დუშუაშვილი და მამუკა შონია'', - აღნიშნავენ საქართველოს კუდოს ფედერაციის ფეისბუქ გვერდზე.

საქართველოდ კუდოს ნაკრებთან ერთად ლიეტუვაში იმყოფება საქართველოს კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი. 



Print